ანტონიუ გუტიერეში -კორონავირუსის პანდემიამ ნათლად წარმოაჩინა, რამდენად მყიფეა მსოფლიო
ანტონიუ გუტიერეში -კორონავირუსის პანდემიამ ნათლად წარმოაჩინა, რამდენად მყიფეა მსოფლიო

კლიმატური ცვლილებები, ტექნოლოგიების განვითარება, პანდემია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც გაერო-ს რიგით 75 -ე გენერალურ ასამბლეაზე, მსოფლიო ლიდერები ისაუბრებენ.

გახსნით სიტყვაში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ვოლქან ბოზქირმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე, „ჩვენ უნდა დავიწყოთ ბუნებრივი რესურსების სწორი გადანაწილება და გამოყენება“.

მსოფლიო ლიდერებს მიმართა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმაც და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.

„გენდერული უთანასწორობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მსოფლიოში უდიდეს გამოწვევად რჩება. გვემუქრება კლიმატური კატასტროფები, ბიომრავალფეროვნება კოლაფსს განიცდის, სიღარიბე კვლავ იზრდება, სიძულვილი ვრცელდება, გეოპოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება და ბირთვული იარაღი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ტექნოლოგიების წინსვლამ ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალი საფრთხეებიც გააჩინა და „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად მყიფეა მსოფლიო. ამ ყველაფერზე რეაგირება მხოლოდ ერთად შეგვიძლია. დღეს ჩვენ მრავალმხრივი გამოწვევების სიჭარბესა და გამოსავლების დეფიციტს განვიცდით“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა მისასალმებელ სიტყვაში.