ანტონიუ გუტერეში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან პირისპირ შეხვედრებს ითხოვს
ანტონიუ გუტერეში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან პირისპირ შეხვედრებს ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან პირისპირ შეხვედრებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსპიკერი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუდიენციების დროს გენერალური მდივანი აპირებს, განიხილოს ის დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რაც უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არის საჭირო.

აუდიენციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გენერალური მდივნის მიერ გაგზავნილი წერილები რუსეთისა და უკრაინის მისიებს სამშაბათს გადაეცათ. ახლა გუტერეში მოსკოვისა და კიევისგან რეაგირებას ელოდება.