ანტონიო გუტერიშმა ავღანეთში, შიიტურ მეჩეთში ტერაქტს ბარბაროსული თავდასხმა უწოდა
ანტონიო გუტერიშმა ავღანეთში, შიიტურ მეჩეთში ტერაქტს ბარბაროსული თავდასხმა უწოდა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერიშმა დაგმო ავღანეთის პროვინცია კუნდუზში, შიიტურ მეჩეთში მომხდარი ტერაქტი და მას ბარბაროსული თავდასხმა უწოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა გაავრცელა.

„გენერალური მდივანი გმობს ამ ბარბაროსულ თავდასხმას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

ავღანეთის პროვინცია კუნდუზში, შიიტურ მეჩეთში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.