ანტონიო გუტერეში - იმედი მაქვს, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები აფრიკის ლიდერებთან მარცვლეულის შეთანხმებაზე პოზიტიურ შედეგს გამოიღებს
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები აფრიკის ლიდერებთან მარცვლეულის შეთანხმებაზე პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.
გუტერეშის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დაფუძნებულია მრავალი ქვეყნის კეთილგანწყობაზე.
„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და აფრიკის ლიდერებს შორის საუბრისას დადებითი შედეგი იქნება შავი ზღვის ინიციატივასთან დაკავშირებით, ასევე, იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტისთვის“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის შავი ზღვით უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა.