ანტონიო გუტერეში ჰუმანიტარული მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჰუმანიტარული მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
პეკინში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი სიცოცხლე და მთელი რეგიონის ბედი ბალანსზეა დამოკიდებული.
„მოგიწოდებთ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, იმ ადამიანური ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“,- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
პეკინში მიმდინარე ფორუმზე ასევე იმყოფებიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი.