ანტონიუ გუტერეში - ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარებით
ანტონიუ გუტერეში - ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარებით

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არსებული ჰუმანიტარული ვითარებით. ინფორმაციას „რიანოვოსტი“ ავრცელებს.

ამასთან, ანტონიუ გუტერეშის თქმით, გაერო მხარს უჭერს დიალოგს.

„ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს, ასევე მხარს ვუჭერთ თურქეთის კეთილ ნებას ამ მიდგომის გასავითარებლად, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა უკავშირდება ჰუმანიტარულ ვითარებას უკრაინაში. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.