ანტონიო გუტერეში - ღაზას ადამიანთა ტანჯვის უპრეცედენტო ზვავი ემუქრება
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზას ადამიანთა ტანჯვის უპრეცედენტო ზვავი ემუქრება.
„მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებისა და სიცოცხლის გადამრჩენი მარაგების მიწოდების შესახებ“, – თქვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშის თქმით, უბედურება წამიერად იზრდება, ხოლო ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, ღაზის მოსახლეობა ადამიანთა ტანჯვის უპრეცედენტო ზვავის წინაშე აღმოჩნდება.