ანტონიო გუტერეში გაერო-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო.
გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარემ, ვოლკან ბოზკირმა გამოაცხადა. ანტონიო გუტერეშის მეორე ვადის ათვლა 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და უფლებამოსილება 2026 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება.
ანტონიო გუტერეში გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე მას მხარდაჭერა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ გამოუცხადა.
გაერო-ს გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.