ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება გლობალური კატასტროფა იქნება
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება გლობალური კატასტროფა იქნება. ამის შესახებ განცხადება ანტონიუ გუტერეშმა ნიუ იორკში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია „დიალოგი გაგრძელდეს, რათა ევროპამ და მთელმა მსოფლიომ კატასტროფა აიცილოს თავიდან“.
„ვფიქრობ, რომ ყველა არის შეშფოთებული დაძაბულობის ესკალაციის გამო. უკიდურესად მნიშვნელოვანია, დიალოგი გაგრძელდეს, რათა მოინახოს გზა სიტუაციის განმუხტვისთვის. თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი კონფრონტაცია, რაც კატასტროფა იქნება ევროპისთვის და მსოფლიოსთვის“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გურეტერში ამგვარად გამოეხმაურა დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რომელიც უკრაინის საზღვრებთან რუსი ჯარისკაცების მობილიზაციის ფონზე გაიმართა.