ანტონიო ენრიკო ბარტოლი - საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა ქართული დემოკრატიის გამოცოცხლება
საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა ქართული დემოკრატიის გამოცოცხლება, რაც უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ პირველ არხს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა მთლიანობაში ძალიან მშვიდობიანი და რეგულარული პროცესი შედგა.
“ვფიქრობ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან კარგი გზავნილი იყო. ჯერ გარკვეული ხარვეზები რჩება, თუმცა მთლიანობაში ძალიან მშვიდობიანი და რეგულარული პროცესი შედგა. ამ არჩევნებმა აჩვენა ქართული დემოკრატიის გამოცოცხლება, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით ამ პროცესის გაგრძელებას და მეორე ტურს. იმედია, არსებული ხარვეზები უკვე მეორე ტურში გამოსწორდება. ამის შემდეგ კი იქნება რეკომენდაციებიც, რომელიც ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნება”, – განაცხადა ელჩმა.