ანტონ პლესნოიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა | აშხაბადი 2018 [ვიდეო]
დღეს, აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლები მამაკაცთა შორის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ღირსებას ამ წონაში,
უკრაინული წარმოშობის ანატოლი პლესნოი იცავდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 379 კილოგრამი (173; 206) კილოგრამი დააფიქსირა და მერვე ადგილზე გავიდა.
ატაცში ევროპის ახაგაზრდული ჩემპიონატის ორი მედლის მფლობელმა 23 წლის პლესნოიმ სამიდან ორი ცდა გამოიყენა და დისციპლინა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. მეორე დისციპლინაში – აკვრაშიც, მას სამიდან ორი ცდა წარმატებული გამოუვიდა.
პირველ მცდელობაზე საქართველოს ნაკრების 22 წლის წევრმა 198 კგ. დააფიქსირა. მეორეზე ერთბაშად 12 კილოგრამით მეტი – 210 შეუკვეთა, თუმცა შემდეგ შეკვეთა შეიცვალა და პლესნოი 206 კილოგრამს შეეჭიდა. მცდელობა ამჯერადაც წარმატებული გამოდგა და მესამე ცდისთვის ძელის სიმძიმემ 211 კილოგრამი შეადგინა. სამწუხაროდ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და პლესნოიმ აკვრა მეთერთმეტე, მთლიანად ტურნირი კი მერვე ადგილზე დაასრულა და ტოკიოს ოლიმპიადისთვის მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვა.
ჩემპიონი ტიტულოვანი ირანელი, სოჰრაბ მორაი გახდა. მოქმედმა მსოფლიოსა და ოლიმპურმა ჩემპიონმა (94 კგ.) ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდით დაამთვარა. მან ატაცში 186, აკვრაში 230, ორჭიდში კი 416 კილოგრამი დასძლია. სამივე ეს შედეგი კი მსოფლიოს ახალი რეკორდია.
შეგახსნენებთ რომ ტურნირზე პლესნოიმდე საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა იასპარეზა, გოგა ჩხეიძემ და შოთა მიშველიძემ, მსოფლიოს ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს, რევაზ დავითაძემ კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ხვალ, ტურნირში ირაკლი ჩხეიძე ჩაერთვება (102 კგ), 10 ნოემბერს კი ფიცარნაგზე მძიმეწონოსნები გავლენ, სადაც მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალხაძე შეუტევენ.