ანტონ პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კგ დაძლია და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა #1TVSPORT
ანტონ პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კგ დაძლია და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ანტონ პლესნოიმ ატაცში 170 კგ. დაძლია და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

აკვრაში ძალოსანმა პირველ მისვლაზე 190 კგ. ასწია, თუმცა ტრავმის გამიზეზების გამო მწვრთნელთა შტაბისა და სამედიცინო გუნდის გადაწყვეტილებით სპორტსმენმა დანარჩენ მისვლებზე უარი განაცხადა.

პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კგ. დააფიქსირა და მისი გამოსვლით გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები მიიღო.