საქართველოს ჰიმნი მოსკოვში – ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

22:49, 09.04.2021

9 აპრილს, მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი საქართველოს ნაკრების უკრაინელმა წევრმა, ანტონ პლესნოიმ იზეიმა.

„მადლობა საქართველო“ – ეს ანტონ პლესნოის მიმართვაა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

პლესნოიმ ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატების გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა.

იგი ასევე საუკეთესო იყო აკვრაშიც 207/213 და აქაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პლესნოის ორჭიდში 393 დაგროვებულმა კილოგრამმა კი მესამე ოქრომდე და საქართველოს ჰიმნამდე მიიყვანა.

მსგავსი