ანტონ პლესნოიმ ატაცი მეშვიდე ადგილზე დაასრულა | აშხაბადი 2018 [ვიდეო]
ანტონ პლესნოიმ ატაცი მეშვიდე ადგილზე დაასრულა | აშხაბადი 2018 [ვიდეო]

დღეს, აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლები მამაკაცთა შორის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ღირსებას ამ წონაში,
უკრაინული წარმოშობის ანატოლი პლესნოი იცავს.

ახლგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ორი მედლის მფლობელ 22 წლის პლესნოის, დებიუტი მსოფლიოს ჩემპინატზეც კარგი გამოუვიდა.

პირველ დისციპლინა ატაცში, მან სამიდან ორი ცდა გამოიყენა და დაძლეული 173 კილოგრამით, მეშვიდე ადგილზე გავიდა.

პლისნოიმ თავიდან შეკვეთილი 165 კილოგრამი, 167-ით შეიცვალა და პირველივე ცდა წარმატებული გამოდგა. მეორე ცდაზე ძელს კიდევ ექვსი კილოგრამი დაემატა და წონა ამჯერადაც დაფიქსირდა.

მესამე ცდაზე სამწვრთნელო შტაბმა, პლესნოისთვის 177 კილოგრამი შეუკვეთა, თუმცა აწეული სიმძიმის შემდეგ, ანტონმა წამოდგომა და წონის დაფიქსირება ვეღარ მოახერხა.

საბოლოო ჯამში, ატაცი, ირანელმა სოჰრაბ მორაიმ მსოფლიოს რეკორდით მოიგო. მან სარეკორდო წონა (186 კგ.) უკვე მეორე ცდაზე შეუკვეთა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
მესამეზე კი 30 წლის ტიტულოვანმა ირანელმა, იგივე წონა წარმატებით დაძლია და მცირე ოქროსთან ერთად, ახალი მსოფლიოს რეკორდიც დააფიქსირა. ირანელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია (94 კგ.) მასვე ეკუთვნის 94 კილოგრამში დამყარებული სამივე მსოფლიო რეკორდიც, რომელიც ისტორიის საკუთრება გახდა (ეს წონა გაუქმებულია და შესაბმისად 94 კილოგრამის რეკორდი აღარ გაუმჯობესდება).

მეორე დისციპლინა – აკვრაში, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, საქართველოს ნაკრების წევრ ანტონ პლესნოის, პრველ ცდაზე 198 კილოგრამი აქვს შეკვეთილი,
პირველი დისციპლინის გამარჯვებული ირანელი კი შეჯიბრს წინასწარი მონაცემით 222 კილოგრამით დაიწყებს (წონა შესაძლებელია შეიცვალოს).