ანტონ ობოლაშვილი - სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ.
„სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება. დღეს გვექნება ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში, ხვალ კი – ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. იქნება განხილვები, საუბრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნული იქნება ისიც, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.