ანტონ გერაშენკო - უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, ვურჩევ, იმ ქვეყნებში გადავიდნენ, საიდანაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, მათ შორის საქართველოში
ანტონ გერაშენკო - უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, ვურჩევ, იმ ქვეყნებში გადავიდნენ, საიდანაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, მათ შორის საქართველოში

უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ვურჩევ, იმ ქვეყნებში გადავიდნენ საიდანაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ​ გერაშენკომ ტელეკომპანია „ნასტაიაშია ვრემიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინის მოქალაქეების უმეტესობა რუსეთში ძალდატანებით გადაიყვანეს. მათ ვურჩევ, ჩავიდნენ გადავიდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც დაბრუნებას შეძლებენ, ეს მაგალითად არის საქართველო, ფინეთი, პოლონეთი, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები. უკრაინელებს აქვთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ასევე საქართველოსთან. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, თვითმფრინავით ჩახვიდეთ პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, მოლდოვაში. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი გვაქვს და შეგიძლიათ, დაბრუნდეთ უკრაინაში. ასეთი შემთხვევები უკვე გვაქვს“, – განაცხადა გერაშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინელებისთვის, ვინც ომის გამო პასპორტის გარეშე დარჩა, სულ მალე შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური ელექტრონული დოკუმენტით, რაც მათ საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ სამშობლოში.