ანტიტერორისტულმა კოალიციამ რუსეთს შესთავაზა, ხმეიმიმის ბაზაზე თავდასხმის საკითხი სირიის ხელისუფლებასთან გაარკვიოს
ანტიტერორისტულმა კოალიციამ რუსეთს შესთავაზა, ხმეიმიმის ბაზაზე თავდასხმის საკითხი სირიის ხელისუფლებასთან გაარკვიოს

აშშ-ის მეთაურობით, საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ რუსეთს შესთავაზა, ხმეიმიმის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დეტალები სირიის ხელისუფლებასთან ერთად გამოიკვლიოს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც ხმეიმიმზე მიჰქონდათ იერიში, დასახლებულ პუნქტ მუაზარიდან გაუშვეს, რომელიც დეესკალაციის ზონის, იდლიბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

„ქალაქი იდლიბი სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, ანუ იმ ტერიტორიის სიღრმეში, რომელსაც სირიის რეჟიმი აკონტროლებს“, – ანტიტერორისტული კოალიციის განცხადებით, ამ იერიშის შესახებ კითხვებით სირიის ხელისუფლებას უნდა მიმართონ.

მანამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 6 იანვარს ლატაკიის პროვინციაში მდებარე სამხედრო ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების სისტემამ ხელნაკეთი დრონები დროულად დააფიქსირა და სირენა ჩაირთო. ხმეიმიმის ბაზაზე სროლის შესახებ ცნობა დაადასტურა სირიელმა ჟურნალისტმა კევორკ ალმასიანმაც.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ვერსიით, თავდასხმა რუსეთის ავიაბაზაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.