ანტიკორუფციული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა
ანტიკორუფციული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე „ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებით“.

შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველმა მოადგილემ, თამთა კაჭკაჭიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ გახსნეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო კორუფციის რისკების შეფასებას, ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერები, შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები.