ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა ანტარქტიდის მიდამოებში კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე ეკიპაჟის 17 წევრი და 21 მგზავრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავს ანტარქტიდის ავიაბაზაზე ნავთობსადენის პერსონალის გადაჰყავდა.
თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობისთანავე, სავარაუდო არეალში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ხომალდები და თვითმფრინავები არიან ჩართული.