ანტარქტიდასთან ჩილეს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

09:02, 10.12.2019

ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა ანტარქტიდის მიდამოებში კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე ეკიპაჟის 17 წევრი და 21 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავს ანტარქტიდის ავიაბაზაზე ნავთობსადენის პერსონალის გადაჰყავდა.

თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობისთანავე, სავარაუდო არეალში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ხომალდები და თვითმფრინავები არიან ჩართული.

მსგავსი