ანტალიიდან მოსკოვში მიმავალი ავიარეისი სტამბოლში საგანგებოდ დაეშვა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მომხდარის მიზეზი თვითმფრინავის მართვაში არსებული პრობლემები იყო.
ბოინგ 737-800 ანტალიიდან ხუთშაბათს გაფრინდა. პილოტებმა მართვის სისტემაში არსებული პრობლემა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ლაინერი შავი ზღვის თავზე მიფრინავდა. სტამბოლის აეროპორტმა სამგზავრო თვითმფრინავს ათათურქის სახელობის აეროპორტში საგანგებო დაშვების ნებართვა მისცა.
ამჟამად, ლაინერს სპეციალისტები ამოწმებენ. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.