ანტალიაში რუსულ თვითმფრინავს ავარიული დაშვების დროს კორპუსი დაუზიანდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„ნორდვინდის“ ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვიდან მიემართებოდა.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში ავარიული დაშვება ბორტზე დაკვამლიანების გამო ითხოვა.
ინციდენტის დროს თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის წევრები კი, ავარიული დაშვების დროს არ დაშავებულან.