ანტალიაში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს [ვიდეო]

ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ადგილზე უკვე მივიდნენ სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. მათ თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ მასპინძლობს.

მოლაპარაკებები თურქეთის ინიციატივით იმართება და მას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება.

ანტალია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ადგილზე იმყოფება მედიის ასობით წარმომადგენელი. ანტალიაში მუშაობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფიც.