ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან შეხვედრას სლოვაკეთის პრემიერმა ქვეყნის „დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მაგალითი“ უწოდა
ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან შეხვედრას სლოვაკეთის პრემიერმა ქვეყნის „დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მაგალითი“ უწოდა

ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სერგეი ლავროვს ხელს ართმევს.

თურქეთში გამართულ შეხვედრას ასევე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და განაცხადა, რომ ეს არის „სლოვაკეთის სუვერენული და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მაგალითი“.

როგორც მედია წერს, ლავროვმა და ბლანარმა განიხილეს ის შესაძლებლობები, რომლებიც, შესაძლოა, გააჩინოს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის ჩატარებამ.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამო სერგეი ლავროვი ევროკავშირმა „შავ სიაში“ შეიყვანა. მას შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიდან მხოლოდ უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შეხვდა.