ანსი-ლე-გრან-ბორნანში სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი
საფრანგეთის ქალაქ ანსი-ლე-გრან-ბორნანში ბიატლონში მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე ქალები სპრინტში 7.5კმ-ზე გაიმართა. რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ფრანგი ჟუსტინ ბრაიზა გავიდა. ბრინჯაოს მედალი კი ჩეხმა მარკეტა დავიდოვამ მოიპოვა.
ანსი-ლე-გრან-ბორნანში მესამე ეტაპის პირველი რბოლა მამაკაცებში 10 კმ-ზე გაიმართა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად გერმანელმა ბენედიქტ დოლმა მოიგო. მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტარი ბო გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგმა ფილონ მაიემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში მამაკაცებში 211 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 156 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.