ანსი-ლე-გრან-ბორნანში მას-სტარტი ქალებში 12.5კმ-ზე ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი
საფრანგეთის ქალაქ ანსი-ლე-გრან-ბორნანში ბიატლონში მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დასრულდა. გუშინ ბოლო რბოლები გაიმართა. ქალებმა მას-სტარტში 12.5 კმ-ზე იასპარეზეს.
რბოლა ნორვეგიელ ტირილ ეკჰოფის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე იტალიელი დოროტეა ვირერი გავიდა. ბრინჯაოს მედალი კი შვედმა ლინ პერსონმა მოიპოვა. გუშინვე მას-სტარტი მამაკაცებში 15 კმ-ზე გაიმართა, რომელიც ნორვეგიელი იოჰანეს ბოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი ეტაპის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა ემილიენ ჟაკლინმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი გამარჯვებულის ძმამ, ტარი ბომ მოიპოვა. ამით 2019 წლის მსოფლიო თასი დასრულდა. მომდევნო რბოლები 2020 წლის 9-12 იანვარს ობერჰოფში გაიმართება.
შეგახსენებთ, სამი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში მამაკაცებში 374 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 304 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.