ანსამბლი „შვიდკაცა“ „ტელემუზეუმში“ - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

„ტელემუზეუმი“ გაიხსნა ანსამბლ „შვიდკაცას“ სიმღერით „სიყვარული არ იქნება“ (1950-იანი წლები).

ტელემუზეუმი