ანსამბლ ანსამბლ „ძირიანის“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია დღეს გაიმართა
ანსამბლ ანსამბლ „ძირიანის“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია დღეს გაიმართა

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ანსამბლ „ძირიანის“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ალბომში თავმოყრილია რაჭული ფოლკლორის უცნობი ნიმუშები, რომლებიც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ეთნომუსიკოლოგმა თორნიკე სხიერელმა რაჭაში ექსპედიციების შედეგად შეაგროვა.

ძირიანი“ უკვე შვიდი წელია, არსებობს და მას კარგად იცნობს ფოლკლორით დაინტერესებული საზოგადოება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ანსამბლი სპეციალიზდება რაჭულ სამუსიკო ხელოვნებაზე და მისი საშუალებით უამრავი მივიწყებული ფოლკლორის ნიმუში აღდგა.