ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის გამოუცხადებლობა უპასუხისმგებლობად შეაფასა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პრინციპს განიხილავენ, კანონპროექტის მომხსენებლები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ გამოცხადდნენ.
როგორ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, დეპუტატების სხდომაზე „მიუსვლელობის ობიექტური მიზეზები ცნობილი არ არის“.
„ქალბატონი ეკა და ბატონი გედევანი არ ცხადდებიან. სამწუხაროა, როდესაც ასეთი მიდგომებით ეკიდებიან კოლეგები ამ საკითხს, მაშინ როდესაც ეს არის მნიშვნელოვანი და ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ ცხადდებიან მომხსენებლები. საზოგადოებას არ წარუდგენენ ამ საკითხს, რომელიც მათაც მიაჩნიათ, რომ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხდა ოხანაშვილმა.