ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა - უსამშობლო კაცი ხარ
ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა - უსამშობლო კაცი ხარ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, „ხალხის ძალის“ წევრისთვის, გურამ მაჭარაშვილისთვის მოხსენების წაკითხვის საშუალება მიეცათ.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს უსამშობლო უწოდა. „უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“, – მიმართა ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს მოუწოდა, სალომე  სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაიყვანონ და წესრიგი უზრუნველყონ.