ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და კომიტეტის სხდომის დატოვების შესახებ გააფრთხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ხმაური იყო.
სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზის დატოვება მოუწევდა.
„ევროკავშირში ამ კანონით ვერ შეხვალ და თქვენც ეგ გინდათ. მე ვერ ვარ მშვიდად, რადგან ამ ქვეყნის გადაბარება ხდება. თქვენ ხართ მშვიდად, როცა აბარებთ ამ ქვეყანას რუსეთს“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ამასთან, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას კანონპროექტის შინაარსი არ აინტერესებს და მათი მიზანია, კანონპროექტის გარდა, ყველაფერზე ილაპარაკონ.
იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.