ანრი ოხანაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შესაბამის პირებს პასუხების გაცემა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოუწიოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში მოხდეს. როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ქართული მხარის უმთავრესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში გადაიტანოს და ამ საკითხზე მსჯელობა ევროპულ სამართლებრივ სივრცეში მოხდეს.
„ადამიანის უფლებათა უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რასაც ადგილი აქვს ტატუნაშვილის საქმეში და არა მხოლოდ ამ საქმეში. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საკითხის განხილვა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში მოხდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ და სახელმწიფო ამით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხის განხილვა მიზანშეწონილია ევროპულ სტრუქტურებში, ვინაიდან ეს არის ძალიან მაღალი ინსტანცია, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვა უნდა უზრუნველყოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და შესაბამის პირებს პასუხების გაცემა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოუწიოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.