ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელი მგონია, რომ მარგინალურ და დესტრუქციულ ჯგუფებთან ვიხილოთ რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა
ჩვენ ქვეყანაში კანონმდებლობასთან არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში აზრის მშვიდობიანი გამოხატვა, შესაბამისად შეკრების თავისუფლება დაცულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებამ და ძალიან კარგად იცის, როგორ იქნა ბოროტად გამოყენებული დესტრუქციული და მარგინალური ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი გულწრფელი პროტესტი.
„ეს ხომ ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაიგეგმა და როგორ ხდებოდა პოლიციელებზე ზემოქმედება, როგორც მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი და იყო შემოჭრის მცდელობა. ეს სიტყვები დაადასტურებს ამ მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში და თქვეს, რომ ხელისუფლებას შეცდომა დააშვებინეს. რითიც აღიარეს და ეს იყო ყველაზე მეტად მძიმე ამ ყველაფერში, თავადვე დაადასტურეს, რომ მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის მშვიდობიანი ხალხის პროტესტი, ამასთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება კანონმდებლობას კანონმდებლობასთან არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში აზრის მშვიდობიანი გამოხატვა. შესაბამისად შეკრების თავისუფლება დაცულია. წარმოუდგენელი მგონია, რომ ასეთ მარგინალურ და დესტრუქციულ ჯგუფებთან ჩვენ ვიხილოთ რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა. ეს წარმოუდგენელია, რადგან საზოგადოება ამას კარგად აფასებს. ვინც იქნებიან ისინი ეპიდსიტუაციაზე მგონია, რომ რაიმე ტიპის გავლენას ვერ მოახდენენ. თუმცა ყველას მოვუწოდებ, რომ დაიცვან დისტანცია და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და საკუთარ თავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.