ანრი ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა და მიღება სექტემბრამდე მოხდება
ანრი ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა და მიღება სექტემბრამდე მოხდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა და მიღება სექტემბრამდე მოხდება.

„საჭიროა კვორუმი რიგგარეშე სხდომის ჩატარებისთვის. წინასწარ ვერ გეტყვით იმაზე მეტს, რაც გაჟღერდა. ვფიქრობ, რომ „თავდაცვის კოდექსის“ სექტემბრისთვის განხილვა უფრო არ მოხდება, წესით, ამ საკითხზე მსჯელობას მალე დავასრულებთ. კვორუმისთვის საჭირო რაოდენობა როცა იქნება, ამ საკითხზე მსჯელობას დავასრულებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განეხილათ.