ანრი ოხანაშვილი - თბილისის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს არჩევნების გარანტირებული მოგება გაუმარტივდება
დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნების“ კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება. „ქართულ ოცნების“ კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.