ანრი ოხანაშვილი - ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება ჯერ ეროვნულ დონეზე უნდა წარიმართოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ ქართველმა სამართალდამცავებმა უნდა აწარმოონ, რის შემდეგაც დამატებით ღონისძიებებზე შეიძლება მსჯელობა.
ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმ მიმართულებით, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
“ეს ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რაც ჩვენი ინტერესია. გამოძიება პარტნიორებისა და მხარდამჭერების დახმარებით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ, შემდეგ შეგვიძლია, ყველა სხვა დამატებით ღონისძიებაზე ვიმსჯელოთ. გამოძიება ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს და იმის მიხედვით რა მოცემულობა გვექნება, შეგვიძლია, დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ოხანაშვილს.
პრეზიდენტი წინადადებით გამოდის, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასმართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს.