ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს იმ მოჭარბებულ შეწყალებებთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პატიმრების შეწყალებაზე საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა დარჩეს შეკითხვები. ამის შესახებ დეპუტატმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს იმ მოჭარბებულ შეწყალებებთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს.
„შეწყალება იმდენად უნდა პასუხობდეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შეწყალებაზე საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა დარჩეს შეკითხვები, ეს შეკითხვები არ უნდა იყოს იმდენად მკაფიო და დამაფიქრებელი
ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს იმ მოჭარბებულ შეწყალებებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება პრეზიდენტის მხრიდან.
მესმის, ეს არის ექსკლუზიური უფლება, ამიტომ, მთავარია, საზოგადოების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული და მათ იცოდნენ, რა ხდება შეწყალებების კუთხით, არა ანგარიშის ჩაბარების კუთხით, არამედ გამჭვირვალობისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აქვს ცალსახა პოზიცია ნარკოდანაშაულის რეალიზატორების მიმართ, მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს მკაცრი დამოკიდებულება.
„არ უნდა ხდებოდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის გამსაღებლების შეწყალება. ვფიქრობ, ლეგიტიმურია, როდესაც საზოგადოება კითხვებს სვამს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.