ანრი ოხანაშვილი - საქართველო წელსაც ლიდერობს როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა
ანრი ოხანაშვილი - საქართველო წელსაც ლიდერობს როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების მთავარი მიზანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და საქართველოში მყოფმა ადამიანებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და დაცულად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი ქვეყანაა დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსებში.

„წელს, საქართველოს მე-7 პოზიციიდან მე-5 ადგილზე დაწინაურება მსოფლიოს 125 უსაფრთხო ქვეყანათა შორის, მაშინ როდესაც 2012 წელს საქართველო მხოლოდ მე-20 ადგილს იკავებდა, მიუთითებს ჩვენს მიერ არჩეულ სწორ მიდგომებზე, რაც ეფუძნება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ნდობას და პარტნიორულ ურთიერთობებს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.