ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუკი ისარგებლებს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად იმ ელემენტარული და მინიმალური დემოკრატიული სტანდარტით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ბოიკოტი არის საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, ბოიკოტირება გამოუცხადოს არა საქართველოს პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ინსტიტუციას, არამედ საპარლამენტო პროცედურებს.
მისივე განმარტებით, ეს მოცემულობა მიიჩნევა პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად და სრულად აძლევს ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში კონკრეტული საპარლამენტო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას.