ანრი ოხანაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გუნდში შესაბამისი კონსულტაცია შედგება.
„ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, შესაბამისად, თუკი რამე კონსულტაცია და მსჯელობა გვექნება, შეიძლება შემდგომ ვიმსჯელოთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე გამოვალ და გუნდთან მსჯელობისა და კონსულტაციების გარეშე ვისაუბრებ ჩემს პირად მოსაზრებებზე ჟურნალისტებთან?კიდევ ერთხელ გეტყვით – ამ ეტაპზე, მე ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, შესაბამისად, თუკი გვექნება კონსულტაციები, შემდგომ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ“, – განუცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს.