ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა პოლიტიკურად მოახდინა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების დადასტურება და რადიკალური ჯგუფების ტყუილში მხილება
ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა პოლიტიკურად მოახდინა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების დადასტურება და რადიკალური ჯგუფების ტყუილში მხილება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის აღიარებას და დადასტურებას, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ზოგადი გარემოს მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როცა რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ ქვეყანაში არსებულ რეგრესზე, იმაზე, რომ ეკონომიკა არ ვითარდება და ხალხი უფრო მეტ გაჭირვებაშია, ამ ანგარიშმა ამხილა რადიკალური ჯგუფები.

„ანგარიშით დასტურდება ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორე. იმის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა, რომ სიმართლის მხარეს არის სახელისუფლებო გუნდი, ეს აღიარებულია სახელმწიფო ანგარიშით. ტყუილისა და მანიპულაციების მხარესაა ის რადიკალური ჯგუფი, რომელიც ნეგატიურ ასპექტებზეა. ამ ანგარიშმა პოლიტიკურად მოახდინა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების დადასტურება და რადიკალური ჯგუფების ტყუილში მხილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.