ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ მონაპოვარია, რომ ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით
ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ მონაპოვარია, რომ ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით

ჩვენი გუნდის მონაპოვარია, რომ ყველას აქვს სრული შესაძლებლობა ისარგებლოს იმ უფლებით, იმ შესაძლებლობებით, რაც მინიჭებული აქვთ პარტიებს კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ყველა პარტიას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას თავისუფალ გარემოში ესაუბროს.

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს საარჩევნო მარათონი. წინასაარჩევნო პროცესები და კამპანია შედის მნიშვნელოვან სტადიაში, როდესაც ჩვენ ვხვდებით ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, ვეცნობით საზოგადოების იმ გამოწვევებს, რომლებიც უნდა იყოს ჩვენთვის ყოველდღიურობა, რომ გადავჭრათ და მოვაგვაროთ მათი გამოწვევები. ყველა პარტიას აქვს შესაბამისი პლატფორმა, რომ თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია და რაც მთავარია, ყველა პარტიას აქვს იმის სრული შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში ესაუბროს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი, როდესაც ყველას აქვს სრული შესაძლებლობა ისარგებლოს იმ უფლებით, იმ შესაძლებლობებით, რაც მინიჭებული აქვთ პარტიებს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.