ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოს, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან
ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოს, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან

„ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოს, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისე ახლოსაა ქვეყანა ევროკავშირთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „რთულია იმის გაგება, რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები ასეთ დროს“.

შეფასება როცა კეთდება, მეტი სიცხადეა საჭირო, ვის გულისხმობს. როგორ შეიძლება, ამ განცხადებაში ჩვენი გუნდი მოიაზრებოდეს მაშინ, როცა ამ ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისე ახლოსაა ქვეყანა ევროკავშირთან. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა ასოცირების დღის წესრიგი, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა. როგორ შეიძლება, ვინმემ თუნდაც მინიშნებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე რაიმე აქცენტი დასვას. ვინმე თუ ცდილობს, ჩვენ დასავლურ მიდგომებს დავშორდეთ, ეს იმ ჯგუფების პოლიტიკური ნაბიჯებია, ვინც 2020 წლის არჩევნების, პარლამენტის საბოტაჟს ეწეოდნენ და შვიდი თვე პარლამენტში არ შემოდიოდნენ. ევროპის საბჭომ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომ ეს ქმედება იყო დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.