ანრი ოხანაშვილი - ქალი პოლიციელების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები მოითხოვს პარლამენტის წევრებისა და საზოგადოების სათანადო შეფასებას
ქალი პოლიციელების მიმართ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები მოითხოვს, როგორც პარლამენტის წევრების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ზაალ უდუმაშვილის მხრიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ქალი პოლიციელების მიმართ გაკეთდა დისკრიმინაციული განცხადება, რითაც მან დააკნინა ქალის პროფესიული შესაძლებლობები და როლი საზოგადოებაში. ეს განცხადება სათანადო შეფასებას მოითხოვს, როგორც პარლამენტის წევრების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან საჯარო პირის მიერ გაკეთებულ ამგვარ განცხადებას დისკრიმინაციის წახალისება შეუძლია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.