ანრი ოხანაშვილი - პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ
განათლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით განვაცხადეთ, რომ პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ვინც აღნიშნული პროგრამა დაამთავრა, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული პროგრამა აქვს ნასწავლი და პროგრამის ნამდვილობა დასტურდება“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, ოხანაშვილის თქმით, თუ კიდევ არის რამე დამატებითი საკითხი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დამატებით ინფორმაციას მოვითხოვთ.
„ეს ყველაფერი უკვე კომიკურ სიტუაციას იძენს. ვინ სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ამ საკითხების ასე გაშარჟება არ შეიძლება, ვინაიდან საკითხი უნდა დაისვას, ფუნქციონირებდა თუ არა უნივერსიტეტი, აკრედიტაცია ჰქონდა თუ არა. ამაზე ეჭვები აღარ არის? ადრე ხომ იყო, გაიფანტა? უკვე აღარავინ საუბრობს იმაზე, რომ უნივერსიტეტი არ არსებობდა და სახელმწიფოს მიერ არ იყო აღიარებული, თითქოს ჯიხურში იყო და ა.შ. ეს დამოკიდებულება ხომ გახსოვთ? დღეს იგივეს ვეღარ ამბობენ, რადგან პასუხები გაეცათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.