ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს და განსჯის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნათელია, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს პატრიარქს საზოგადოების მხრიდან.
„მგონია, რომ საზოგადოება შეაფასებს და განსჯის მსგავსი ქმედებების განმახორციელებელ პირს, იქნება ეს სასულიერო, თუ სხვა პირი. ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულება უკვე ცნობილია თქვენთვის, თუ რამდენად დიდია მხარდაჭერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში. შესაბამისად, ყველაფერს საზოგადოება განსჯის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.