ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ვინც არ უნდა დააყენოს, საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ვინც არ უნდა დააყენოს, საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ვინც არ უნდა დააყენოს, საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი საერთო კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეკრებილია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ეს ადამიანები შალვა ნათელაშვილის ეზოში იკრიბებიან და სრულიად არანაირი ღირებულებითი კავშირის მქონე ჯგუფები ერთმანეთთან მსჯელობენ, თითქოს ქვეყნის მომავალზე. ეს არის საზოგადოების დაცინვა და მათი ეს დამოკიდებულება არჩევნებზე მოქალაქეების აზრის დაფიქსირებისას ასახვას ჰპოვებს. რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, ეს არის დესტრუქციული ჯგუფი. ეს ხალხი არის ასოცირებული და დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვისაც ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება არ სურს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.