ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს
როგორც არაერთხელ, ამ არჩევნებზეც, ხელისუფლება დაამტკიცებს და კიდევ ერთ დემოკრატიულობის ტესტს ჩააბარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. თუმცა, როგორც არაერთხელ, ამ არჩევნებზეც, ხელისუფლება დაამტკიცებს და კიდევ ერთ დემოკრატიულობის ტესტს ჩააბარებს, რომ ჩვენ არჩევნების მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.