ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი მედლის ორი მხარე არიან
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი მედლის ორი მხარე არიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი მედლის ორი მხარე არიან.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, მედლის ერთმა მხარემ, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარა ის დანაშაულები, რაც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინეს.

„ამ ადამიანის გარშემო ე.წ. ოპოზიცია გაერთიანდა. მეორე ჯგუფი ბოკერიას ხელმძღვანელობით ამას არ აღიარებს და საზოგადოების მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას ცდილობს. შესაბამისად, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.