ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დავიწყებთ
ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დავიწყებთ

ეს კანონპროექტი არის უპრეცედენტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ითვალისწინებს საზოგადოებრივ მონიტორინგს და ყველა ღირსეულ და კვალიფიციურ იურისტს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინოს განაცხადი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეთა შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას.

„ვერ ამოვწურეთ საკითხი ბოლომდე, ხვალ კენჭისყრაზე დადგება ეს საკითხი. პროცესი იყო გახსნილი, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო თვალყური მიედევნებინა ამ პროცესისთვის. ეს კანონპროექტი არის უპრეცედენტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ითვალისწინებს საზოგადოებრივ მონიტორინგს და ყველა ღირსეულ და კვალიფიციურ იურისტს აძლევს შესაძლებლობას წარადგინოს განაცხადი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, ამერიკული მოდელი სწორედ ინდივიდუალურ განხილვას ითვალისწინებს თითოეული კანდიდატის საქართველო პარლამენტში. სხდომის დახურვა არის დაუშვებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იქნება მაქსიმალურად საჯარო. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და ვიმსჯელებთ ამ დასკვნის ირგვლივ. როგორც კი წარმოადგენს ამას ვენეციის კომისია, მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყებთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტის მეორე მოსმენით განხილვას”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპონენტებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი არგუმენტი, თუ რის გამო არ შეიძლება მხარი დაუჭირონ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის კანონპროექტს.

„ევროპული საქართველოს” კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ რამეს, წარმოიდგინეთ, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრიროს ერთმა დეპუტატმა, მხარი არ დაუჭიროს 148 დეპუტატმა და თუკი ამ კანონპროექტს ინიციატორის გარდა, სხვა, ერთი დეპუტატი დაეთანხმება, აღნიშნული კანონპროექტი უნდა იქცეს კანონად. წარმოგიდგენიათ, რომ კოლეგიალური ორგანოს მიერ, ორი დეპუტატის მხარდაჭერით კანონპროექტი იქცეს კანონად?! მსგავსს მოდელს გვთავაზობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც კოლეგიალურ ორგანოს კი არ ჰქონდეს წარმოდგენის ლეგიტიმაცია, არამედ ჰქონდეს საბჭოს ერთ წევრს, ორ წევრს, რაც შეუთავსებელია კონსტიტუციური ორგანოს პრინციპთან და კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან.

ასევე, ჩვენი ზოგიერთი კოლეგა, რომელიც აღარ არის უმრავლესობის წევრი, მათაც წარმოადგინეს კანონპროექტი, თუმცა ისინი გაექცნენ მათი მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას და ხვდებიან, რომ კანონპროექტი არ ეფუძნება არანაირ სამართლებრივ ლოგიკას და არგუმენტაციას.” განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.